სამტრედიაში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის გზა იგება
სამტრედიაში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის გზა იგება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ინდიკო” ასრულებს.
ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო ე.წ რკინიგზელთა დასახლებაში, ფერისცვალების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხვედელიძის ქუჩის გაგრძელებაზე. აღნიშნული სამუშაოების შესრულება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ დაათვალიერა.
“მნიშვნელოვანია ხარისხი და მოსახლეობის ინტერესები. გზების დაგება ინტენსიურად გაგრძელდება”, – განაცხადა მერმა.
ადგილობრივი მცხოვრები როლანდ ჯულაყიძე კმაყოფილებას არ ფარავს და აცხადებს, ,, ამ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ განახლებულა. ეს არის დიდი კომფორტი და მადლობა ამისთვის მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას.”
გზების რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 35 კმ. ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
მუნიციპალიტეტში წელს, პირველ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ლოკაციებზე :
- დაფნარი ოფეთის მიმართულება;
- ქ. სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდინარე ლოღობიდან ავტოსადგურამდე;
- ქ. სამტრედიაში, თ. დუნდუას I ჩიხში;
- რესპუბლიკის მე-5 ჩიხში;
- ფარნავაზის ქუჩის I ; V ჩიხებში და მე-3 შესახვევში ;
- ერისთავის ქუჩის გაგრძელება და ერისთავის I ჩიხში;
- წინსვლის ქუჩის გაგრძელება და წინსვლის ქუჩის მე-3 შესახვევში;
- ქ. სამტრედიაში, ამირან კალაძის ქუჩის III; IV; V; VI; VI-ა; VIII ჩიხებში და I; III; V შესახვევებში;
- ქ.სამტრედიაში,ბარათაშვილის ქუჩის, ფიროსმანის I ჩიხში და ელიავას I ჩიხში;
- ქ. სამტრედიაში კოსტავას ქუჩიდან ავტოტექმომსახურეობასთან და შ.პ.ს. ,,პინგვინთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
- დაბა კულაშში, მეგობრობის N1; N3; N4; N4ა; N5; N6; N7; N8 ჩიხებში;
- ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალსოფელში ბორანთან მისასვლელი გზის პარალელურ ქუჩაზე თავისი შესახვევებით;
- სოფელ ზემო ნოღაში ე.წ. ბეგეს უბანში;
- ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხუნჯულაურში N4 და N9 გზების და სოფელ ჩხენიშის N10 ქუჩის რეაბილიტაცია;
- გომის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გომუხაყრუაში მე-2 ქუჩაზე;
- სოფელ ზემო ნოღაში ცენტრალური გზის გაგრძელებაზე სოფლის კლუბიდან სოფელ გამოჩინებულის საზღვრამდე;
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge