გორში, ხიდისთავის დასახლებაში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა – რეაბილიტაცია დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის მიხედვით გზის საფარის მოწყობა – რეაბილიტაცია დაგეგმილია ორ მონაკვეთზე – სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე.
ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა.
ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობა”, – აცხადებენ მერიაში.