წალენჯიხაში სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი გაჩნდა – ხანძარი ლიკვიდირებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ეკალბარდები დაიწვა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობდა
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
“მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”, – განაცხადეს საგანგებოში.