მდინარაძე – ბათუმში ამომრჩევლის ხელოვნურად გაზრდაზე: ტყული და მოგონილი ციფრია

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმის ოლქში ამომრჩეველთა სია ხელოვნურადაა გაზრდილი, ტყუილს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ეს მათი ოპონენტების პროვოკაცია იყოს.

როგორც მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 100-ზე მეტი ამომრჩეველი სიას იმის გამო დაემატა, რომ მათ 18 წელი შეუსრულდათ და არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება აქვთ.

„ტყუილია, უბრალოდ ტყუილია. მაგალითად, ერთ-ერთ კომპონენტს გეტყვით, ვითომ დამატებით ჩაწერილ 500 მოქალაქეს მათ მიათვალეს ის ადამიანები, რომლებიც 18 წლის გახდნენ; ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ე.წ. მოგონილი სიიდან, რომელიც ვითომ ვინმემ დაამატა. კიდევ იყო შემთხვევა, რომ მეუღლე არ იყო ჩაწერილი და გადაეწერა. დანარჩენი 100-ზე თუ 200-ზე მეტი, წარმოდგენა არ აქვს არავის ვინ სად გადაეწერა და არ გამოვრიცხავთ მათ შორის, ეს იყოს „ნაცმოძრაობის“. ჩვენთან წარმოდენა არ აქვს არავის ვინ სად გადაეწერა. აქ არ არის საუბარი ისეთ რაოდენობაზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნებზე. სხვა დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენთან ინფორმაცია არ არსებობს. არ ყოფილა არც რაიმე დავალება და არც ე.წ. დავალების შესრულების პრეცედენტი. ამიტომ ეს არის ტყუილი და მოგონილი ციფრია“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, #79.04 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 497-ით, ხოლო უმისამართო ამომრჩეველთა კატეგორია (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) #89 უბანზე 371 ამომრჩევლითაა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები