ხულოში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

ხულოში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული სოფლის კრებებში, სადაც მათი ინტერესებისა და სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება

მათივე ცნობით, დღეს, სოფელ უჩხოსა და გუდასახოში გამართულ შეხვედრებს მერის მოადგილე – თამაზ აბაშიძე ესწრებოდა

მიმდინარე წელს, ხულოში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი 1 000 000 ლარს შეადგენს.

 

შემოგვიერთდით  “კვირას” ტელეგრამარხზე  https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები