თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსი“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერები მოწყობა მიმდინარეობს. წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქში 14 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა „იალჩინის“ მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია „იალჩინს“ ბათუმის მერიის მიერ უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე და ასევე, კომპანიას დარღვეული აქვს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.

„მისასალმებელია, რომ ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა უბანში მერია აკეთებს ახალ სკვერებს, ახალ პარკებს, ახალ სარეკრეაციო სივრცეებს.

McDonald’s-ის გვერდით ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა და ამ მშენებლობებს სჭირდება დამხმარე ინფრასტრუქტურა, ახალი სკვერები, ახალი საპარკინგე სივრცეები. ასევე, მოსახლეობის თხოვნა იყო, გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამწუხაროდ გაიყიდა წინა წლებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქაც მოიშლება შესაბამისი ხელშეკრულება და გაუქმდება ყველა ის სანებართვო პირობა, რაც არის დადგენილი. არ აშენდება, რადგან არ შეიძლება ამდენ ადამიანს დისკომფორტი შევუქმნათ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები