გორში გზის დაზიანებული საფარის აღდგენა დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში, გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე გზის საფარის აღდგენა გორის ციხის მიმდებარედ ხორციელდება.
“უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა და სამუშაოების დაწყებაც შეაფერხა.
საფარის აღდგენას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა – შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
ხელშეკრულება გულისხმობს გზაზე არსებული ორმოების სარემონტო სამუშაოების წარმოებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.
გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებისთვის დამატებითი თანხებიც გამოიყოფა”, – ნათქვამია ინფორმაციასი.