“რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ვიდეოგაკვეთილები მოამზადა”,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
“პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა მაგიდის ეტიკეტი, სუფრის სწორი გაშლა, მენიუს სახეობები, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება და მაგიდასთან განთავსება, ასევე დესერტის სერვირება, ღვინისა და საკვების შეხამება, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სერვირება, მიმტანისა და მენეჯერის ჩაცმულობა, პირადი ჰიგიენის სტანდარტები.
პრაქტიკული სასწავლო ვიდეორგოლები რესტორნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებზეა გათვლილი. მათი ნახვა მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინპლატფორმაზე http://serviceajara.ge/Video-Lessons/ შეუძლიათ. ვიდეოგაკვეთილებში საერთაშორისო სერვისის ტრენერი ანდრიას ქურასბედიანი საუბრობს, თუ როგორი უნდა იყოს სერვისის სტანდარტები რესტორნებში. პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ვიდეოგაკვეთილია მომზადებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.