ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მერმა პირველი პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკო

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა დაწესებულებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში კონფერენცია ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები