მირიან მაისურაძემ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ონელმა მირიან მაისურაძემ, ბუდაპეშტში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა.

“ონის მუნიციპალიტეტის მერია მირიანს ულოცავს გამარჯვებას და უდიდეს წარმატებას უსურვებს სპორტულ კარიერაში”, – აცხადებენ სპორტსმენის მშობლიური ქალაქის მერიაში.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვა და ბუდაპეშტიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები