საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ “ესთ ვაინს” აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვია

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორთან, გოჩა ბერიძესთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა”- ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს, შპს. „ესთ ვაინ“ მარანს ეწვია და განხორციელებული სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა”. განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებამ შეადგინა 48 499 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენდა 42 128 ლარს.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები