ხობში, ჭალადიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 796 393 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს.