მარტვილის მერმა მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებს ესტუმრა.

მუნიციპალიტეტის მერმა მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა, პანდემიის მართვის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის და გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები