ბოლნისის მერმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახმა შეიფარა.

ბოლნისში დროებით მყოფი უკრაინელები მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად მოინახულა. დავით შერაზადიშვილი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და მათ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკრაინის მოქალაქეებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახმა შეიფარა. მსურს, ბატონ ჯაბა სამსიანისა და ქალბატონ მედეა ჯაფარიძის ოჯახს, უკრაინელი ტურისტების შეფარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და მათ სოლიდარობას უცხადებს. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები