თაღლითობაში ბრალდებულ წალენჯიხის საკრებულოს წევრსა და მერის წარმომადგენელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

წალენჯიხის საკრებულოს წევრს, გელა აბულაძესა და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ ერთ ბრალდებულ ნუნუ აბულაძეს 2 000-ლარიანი გირაო, ხოლო დანარჩენ რვა პირს 6 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

სხდომაზე დაცვის მხარემ გელა აბულაძის მიმართ თავდებით გათავისუფლებულის შუამდგომლობა დააყენა. მას თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები უდგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 23 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თაღლითური გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის ცხრა მიწის ნაკვეთს და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები