ჩხოროწყუში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონულმა სისხლის ბანკმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სისხლის დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
აქცია ქალაქ ჩხოროწყუში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა.
ჩხოროწყუელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.