ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ ქვემო შაქშაქეთსა და ბებნისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ქვემო შაქშაქეთში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 370 გრძივი მეტრი წყალგამტარი არხისა და 25 გრძივი მეტრი სადრენაჟე მილის მოწყობა მიმდინარეობს.
ამასთან, სოფელ ბებნისში დასრულდა 324 გრძივი მეტრი სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა.
აღნიშნული პროექტები დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს შპს „ჯეო კონსტრაქშენი” აწარმოებს.

 

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები