პროკურატურამ ქობულეთში, “ალტ-ინფოს” ოფისთან მომხდარი ჯგუფური ძალადობისთვის 5 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქობულეთში, “ალტ-ინფოს” ოფისთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მარტს, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები