გორის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან უკრაინელი პირველკლასელი ისწავლის
უკრაინელი პირველკლასელი მარიამ მძინარაშვილი დღეიდან გორის მე -3 საჯარო სკოლაში გააგრძელებს სწავლას.ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პირველ დღეს მარიამი სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიაცილეს.
მარიამ მძინარაშვილის მამა გორელია. ის უკრაინის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად ომამდე ხარკოვში ცხოვრობდა.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge