იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლიეტუვის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა მიიღეს. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროსა და დამეგობრებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

იმერეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი ჭიათურა და ზესტაფონი უკვე დამეგობრებულია ლიეტუვას ქალაქებთან. ხოლო ქუთაისი და ლიეტუვას ქალაქი კაუნასი 2018 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ და გამოცდილებას უზიარებენ. პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.

ელჩმა გამოთქვა სურვილი ქუთაისში ლიეტუვას თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ფოტო გამოფენა მოეწყოს.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები