ხულოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
შეხვედრებში მერის წარმოადგენლებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები
აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით პრიორიტეტების დაგეგმვა
მიმდინარე წელს, ხულოში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 1 000 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის კრებები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და 1 აპრილს დასრულდება.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge