აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში შეხვედრებს მართავენ

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში  შეხვედრებს მართავენ. უწყების ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე მსხვილი ტურისტული კომპანიების, მედიაპლატფორმების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან გამართულ შეხვედრებზე ურთიერთანამშრომლბის პირობებს განიხილავს, რაც სარეკლამო აქტივობებისა და პრეს-ინფოტურების ფარგლებში აჭარის შესახებ რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგებისა და სტატიების მომზადებას ითვალისწინებს. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას იკვეთება, ებრაელი ვიზიტორების დიდი ნაწილი რეგიონის ბუნებით, ეროვნული პარკებითა და კულინარიით ინტერესდება.

საქმიანი შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენისIMTM 2022” ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები