ზუგდიდში ერთ-ერთი სასაფლაოს მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინგირის სასაფლაოს მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი უსახლკარო იყო.

ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები