“წარმატებული მომავლისთვის” – გორის მერია სკრის თემის ახალგაზრდებისთვის პროექტს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტს „წარმატებული მომავლისათვის“ აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკრის საჯარო სკოლაში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ნაადრევი ქორწინებისა და მავნე ჩვევებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
“პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამითაა“ დაფინანსებული და ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის, შემეცნებით და სპორტულ-გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.
პროექტს ახორციელებს ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბეთლემი“.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდებისთვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების შესწავლა და აქტიურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები