მუხრანის, ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდას 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხრანის, ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდას უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ჯი-ი-ეს“-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ჯანგავიძემ მოაწერეს.
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 16 857 110 ლარი მოხმარდება. პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, გამანაწილებელი მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და ადგილობრივები წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები