სამტრედიის მერმა მოადგილეები წარადგინა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა.

პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტი ვლადიმერ ზაქრაძე მერის პირველი მოადგილის პოზიციას დაიკავებს. საფინანსო და სამეურნეო დარგში პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრი დაგროვილი ცოდნის მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლოდ გამოყენებას გეგმავს.

მერის მოადგილე იქნება გია მეიშვილიც, რომელიც საგანმანათლებლო სფეროდანაა. მას ამ მიმართულებით 35-წლიანი გამოცდილება აქვს და დღეიდან მერიაში განათლების, კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებს გაუწევს კურატორობას.
მოადგილეების წარდგენის პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოკლედ შეაჯამა ოქტომბრიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები და დასძინა, “მერის უფლებამოსილება ძალიან შრომატევად საქმიანობებს მოიცავს, ამდენად მნიშვნელოვანია მის გვერდით იდგნენ გამოცდილი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, დარგების მიხედვით. არჩევანი გაკეთებულია და ჩვენ ერთად ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ.”

დღევანდელ შეხვედრაზე იმ მსხვილ ინფრასტრუქრურულ პროექტებზეც გაკეთდა განცხადებები, რაც ამჟამად მიმდინარეობს და რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, კერძოდ ქალაქის მე-4, ნაბაკევის საჯარო სკოლების და იანეთში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები