აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს.

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა.

„სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და ამ მიმართულებით, ბიუჯეტის კორექტირების დროს 800 000 ლარი გამოიყოფა . ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები