მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონზე ლარზე მეტი.
„ამ მიმართულებით, შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონზე ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს. მომართვიანობიდან გამომდინარე ჩვენ მომდევნო წლებში გავზრდით შესაბამის დაფინანსებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.