გოგი მეშველიანი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი სოფლებამდე მისასვლელი გზები გაიხსნა

 

ინტენსიური, უწყვეტი სამუშაოების შედეგად თოვლის საფარისგან გაიწმინდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი, სოფლებამდე მისასვლელი გზები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ავრცელებს.

„დღეიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგა შემდეგ სოფლებში: ახალსოფელში, გოხნარში, მჟავისში, ზირბითში,კლდეისში, პალიანაში, ჯვრის ხევში, პატარა ნამტვრიანსა და ამლივში.კიდევ ერთხელ , მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ დღეების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდნენ რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად”, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები