უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიანეთში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
თიანეთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ გამოყოფილი თანხით უკვე შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. ტვირთის მობილიზების პროცესში, ასევე, აქტიურადაა ჩართული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო და სამოქალაქო სექტორი.
პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩავიდა.