უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გორში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბიდან არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები დახარისხებული და უკვე გასაგზავნად გამზადებულია. ჰუმანიტარული აქციის შესახებ, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება.

უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები. სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის შეგროვება ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები