მარტვილში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის შეგროვილი თანხით უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს, რაც დანიშნულების ადგილას უახლოეს დღეებში სხვა მუნიციპალიტეტების ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაიგზავნება.

 

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩასულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები