გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობისგან წარმოქმნილ პრობლემებს პირადად გაეცნო
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილ პრობლემებსა და გაწმენდით სამუშაოებს პირადად გაეცნო.
დიდთოვლობამ რიგი პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში თუმცა, განსაკუთრებულად რთული ვითარებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. დაკეტილი იყო რამდენიმე ათეული სოფელი. თუმცა, მეშველიანის განცხადებით, გზების დეპარტამენტის, თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, პირადად გუბერნატორის, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით ყველაფერი გაკეთდა, შესაძლებლობების ფარგლებში და დღეის მდგომარეობით ოცზე მეტი სოფელია გახსნილი. დარჩენილია ცხრა დასახლებული პუნქტი, სადაც ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ სოფლებში დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები და მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მაჟორიტარი იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში ეს საკითხები სრულად იქნება გადაწყვეტილი.
„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების გადაწყვეტაში და განსაკუთრებით სამაშველო სამსახურებს, საგზაო სამსახურებს, რომელთაც მოახერხეს და ბევრ სოფელში ფეხით, თხილამურებით მიიტანეს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა
გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად შეხვდა სოფელ პატარა თონეთის(დვალთის) და საფუძვრების მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებსა და გაწმენდის სამუშაოებს.
მაჟორიტარის განცხადებით, დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტშიც. იქაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის ჩაკეტილი სოფელი აღარ