ონის მოსახლეობას საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა უფასო კონსულტაციები გაუწიეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალი ექიმების გუნდი ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მედიკოსებმა, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის ონის საავადმყოფოში, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს,
შემდეგი მიმართულებით:
უროლოგია;
მოზრდილთა ნევროლოგია;
გინეკოლოგია;
ენდოკრინოლოგია;
პედიატრია;
ბავშვთა ნევროლოგია;
ასევე ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ, ესარგებლათ ელექტროკარდიოგრამის, ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპია) და საჭირო ლაბორატორიული კვლევებით.
ჯამში; 200-ზე მეტ პაციენტს გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მადლობა გადაუხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალ ექიმებს, გულისხმიერი და კეთილი საქმისთვის.