გორში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”ფარგლებში 112 პროექტი შეირჩა 

2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 112 სოფელში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვალსა და მარტში ჩატარდა.

“შეხვედრების უმრავლესობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა და ადგილობრივების მოსაზრებებს პირადად ისმენდა.

თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა.პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში 1 596 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იხილეთ აქ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები