დავით ბახტაძე: სამტრედიაში უნდა შეიქმნას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაფერისი გარემო, რათა პროგრამა განხორციელდეს ეფექტურად

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში დღევანდელ თათბირზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდნენ, სოფლის მხარდაჭერის და პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.

,,აუცილებელია, მუნიციპალიტეტში შეიქმნას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაფერისი გარემო, რათა პროგრამა განხორციელდეს ეფექტურად. მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები კოორდინირებული მუშაობით უნდა შესრულდეს. მაქსიმალურად შევეცადოთ, დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და უზრუნველვყოთ ადგილობრივების აქტიურად ჩართულობა”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

თათბირი, რომელსაც საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინტერაქციულ რეჟიმში, პროექტების დეტალურად განხილვით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები