რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება საერთაშორისო შეთანხმების შედეგად, რომ საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარისკაცები გაიყვანოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით უნდა აღდგეს.
“ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნულ პირობას საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე უკან არ წაიღებს. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება საერთაშორისო შეთანხმების შედეგად, რომ საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარისკაცები გაიყვანოს. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით აღდგეს. ის ვინც აკეთებს მოწოდებებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ომის დაწყებაზე, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაციული განცხადებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.