ონში ფიტნესცენტრი გაიხსნა

ონის მერიის ინფორმაციით ქალაქში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნესცენტრი გაიხსნა.
ახლად გახსნილი სპორტული კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“ახალი ფიტნესცენტრის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მოსახლეობაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული კომპლექსით სარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.
სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები და ფიტნესდარბაზი, ამასთან, ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები.
სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნესცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანამედროვე მომსახურებით შპს ,,მფჯ” მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია ონის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები