“არა ომს” – ქუთაისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად კედელი მოიხატა

საინიციატივო ჯგუფი „ძალა ხალხშია” უკრაინას ქუთაისიდან სოლიდარობას უცხადებს.

 

ჯგუფის ინიციატივით და მხატვარ დავით აბულაძის შესრულებით ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე,  მეცხრე სკოლასთან, კედელი მოიხატა.

 

“არა ომს” – ასე ჰქვია კომპოზიციას. ნახატზე გამოსახულია უკრაინელი ბავშვი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
“საინიციატივო ჯგუფის მთავარი სათქმელიც ესაა. არა ომს, არა ბავშვების ხოცვას, არა ოკუპაციას და არა ბოროტებას!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები