გორის მერიამ “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” მემორანდუმი გააფორმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით, ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სამოქალაქო ბიუჯეტის მოდულის განვითარება, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ზრდის ხელშეწყობა, სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმებისა და უწყების შიდა შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაჰპირდა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და გორის მუნიციპალიტეტის მერია გასულ წელსაც აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ერთობლივ პროექტებზე მუშაობა ორგანიზაციებს შორის 2022 წელს ახალი მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები