ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში – ადგილობრივები ალტ-ინფოს პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებენ
ხმაური ქობულეთში – ადგილობრივებსა და „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში მყოფ პირებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივების საპროტესტო ტალღა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. მოსახლეობა უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავდა და ამავდროულად, პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდა. ამ დროს ოფისში მყოფი პირები გარეთ გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი განყოფილებაში არიან გადაყვანილები. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები.
ამ დროისათვის აქციის მონაწილეები კვლავ ალტ-ინფოს ოფისთან იმყოფებიან, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.