ბალდის ტაძარში, სადაც განკვეთილი ბერები მრევლს ეკლესიაში არ უშვებდნენ, მეუფე სტეფანე მივიდა
მარტვილში, ბალდის ტაძარში, სადაც განკვეთილი ბერები არიან შეკრებილნი, მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს შეძახილებით – “მონა”, “მონა” – დახვდნენ.
ტაძარში დიდმარხვის წირვა უნდა აღევლინოს, თუმცა განკვეთილმა ბერებმა ტაძრის კარი ჩაკეტეს და მრევლს ეკლესიაში არ უშვებდნენ.
მრევლის ნაწილი ჩაკეტილი ტაძრის გაღებას ითხოვდა, თუმცა საპატრიარქოსთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ტაძრის კარების გასაღები არ მისცეს. მოგვიანებით, მრევლმა ბალდის ტაძრის გვერდითა შესასვლელი კარის გაღება შეძლო. ბალდის ტაძარში წირვისთვის ემზადებიან.
მანამდე, ტაძრის ეზოში ჩოხოსნებსა და განკვეთილ ბერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.