ჯონდო მდივნიშვილი: „მზის შვილები”, უნდა იყვნენ ბედნიერები და წარმატებულები, ყოველ წამს უნდა გრძნობდნენ, თითოეული ჩვენგანის მაქსიმალურ მხარდაჭერას
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, „მომავლის იმედი”-ს, „მადლი”-ს ბენეფიციარებთან და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
„ამ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანმა, თანაბარ პირობებში შეძლოს ცხოვრება. „მზის შვილები”, უნდა იყვნენ ბედნიერები და წარმატებულები, ყოველ წამს უნდა გრძნობდნენ, თითოეული ჩვენგანის მაქსიმალურ მხარდაჭერას”-აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.
„მომავლის იმედი”-ს ბენეფიციარებისთვის გამართული გასართობი ღონისძიება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი”-ს ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეებს ჯონდო მდივნიშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.