ახალციხეში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე  აღინიშნა

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, თანადგომის აქციით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტი.

 

ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“  ერთობლივი ორგანიზებით,  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით – ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს,  ყველა ერთნი ვართ!“

 

ღონისძიებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და  ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  იყვნენ მოწვეული. ღონისძიებას, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,  რომელთა უშუალო თანადგომითა და მხარდაჭერით  დღევანდელი დღე  გაულამაზდათ ბენეფიციარებს.

 

ღონისძიება  განსაკუთრებით გაახალისა ზღაპრის გმირების კოსტუმირებულმა წარმოდგენამ.   სამახსოვრო ფოტოსესიის შემდეგ,  ბენეფიციარები   ტკბილეულით,  სათამაშოებითა და სახატავი საშუალებებით გაახარეს. საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერებს კი ორგანიზატორებისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

აქციის  ფარგლებში ახალციხის  სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის თემაზე  შეასრულეს ნამუშევრები.

 

ღონისძიების მონაწილეებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი გიორგი ნათენაძე,  კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და  დეკანოზი ნიკოლოზ (აბრამაშვილი) მიესალმნენ და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვეს.

 

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია,  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც   საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ  ჩვენი კეთილგანწყობა, თანადგომა და სიყვარული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები