გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში” დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში” აღნიშნა. ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში კულტურის ცენტრის წრეების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
“დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გორის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ყოველწლიური ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარის ოდენობით, ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურებისთვის, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის – წელიწადში 500 ლარი.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო გზავნილების შესაბამისად წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. ყოველ წელს გზავნილები მოიაზრებს ყველა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.
2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე პირების სკოლასა და დასაქმების სივრცეში ინკლუზიის მნიშვნელობაზე. ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას”, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.