ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონალური სისხლის ბანკის ორგანიზებით, ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

 

აქციაში საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ხობელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინაში გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები