ოზურგეთში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ამავე ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდა.
„ ოზურგეთის მერთან, განვიხილეთ ქალაქისთვის და ტრადიციული კულტურისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. ოზურგეთი, როგორც ფოლკლორის ქალაქი მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი 2022 წლის ეროვნულ ფესტივალზე. დარწმუნებული ვარ, მჭიდრო თანამშრომლობით, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ,“- განაცხადა, გიორგი დონაძემ.
„ პოზიტიური შეხვედრა მქონდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, მიმდინარე წელს ეროვნულ ფესტივალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობაზე. ჩვენ, ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.