„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილეებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ბოლო შეხვედრები სოფელ აკაურთასა და ძველ ქვეშში გამართა.
მერი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ხმათა უმრავლესობით, სოფელ აკაურთაში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება, ძველ ქვეშში კი სასაფლაო შემოიღობება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. ჩვენ პირადად მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას. სოფლის პროგრამის ფარგლებში, წელს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაიგეგმა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და განსახორციელებელი პროექტებიც სწორედ მათ შეარჩიეს. ვფიქრობ, ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია და ჩვენი ვალდებულებაა სოფლის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა შერაზადიშვილმა.