რუსთავში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადებების მიღება დაიწყო
რუსთავში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, რუსთავში დევნილთა სააგენტოს 2 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც 800 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებული რემონტით მიიღებენ.
რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ, რისთვისაც მათ იუსტიციის სახელებს ან დევნილთა სააგენტოს უნდა მიმართონ.