ლაგოდეხი იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
ლაგოდეხის მერიისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგას” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ლაგოდეხი მუნიციპალიტეტი, იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახდა.
პროექტის თანახმად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზაობას, გრანტის სახით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს 91 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„სასიხარულოა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, კონკურსის გამარჯვებულია. სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სუფთა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, ნარჩენების შემკრები ავტომობილისა და 79 კონტეინერის შეძენა განხორციელდება” – განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.